მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის ზუგდიდის ოფისში

ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის ზუგდიდის ოფისში, სადაც პარლამენტარმა ანა წითლიძემ ისაუბრა ისაუბრა იმ დარღვევებზე, რაც დილიდან გამოავლინეს. მისი თქმით, დილიდან მასიურად, ქალაქის ყველა უბანზე მათ დამკვირვებლებს და წარმომადგენლებს შეეზღუდათ სამაგიდო სიების კონტროლი. კომისიის წევრებმა და თავმჯდომარეებმა მათ არ მისცეს ამის საშუალება, რასაც თითქმის ყველგან დაპირისპირება მოჰყვა. მისივე ცნობით, იმის გამო, რომ მომხდარზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები წერდნენ საჩივრებს, რიგი უბნებიდან გამოაძევეს. მაგალითისთვის ანა წითლიძემ მოიყვანა ქალაქის მეათე და მესამე უბნები და განმარტა, რომ უკვე ყველა მათი წარმომადგენელი გამოძევების ზღვარზეა, რადგან ეს ადამიანები იბრძვიან ადგილებზე დარღვევების აღსაკვეთად და გამოსავლენად.

ანა წითლიძის ინფორმაციით, ქალაქის არცერთ უბანზე არ არის დაცული 100 მეტრიანი დისტანცია და ამ ყველაფერზე პოლიცია არ რეაგირებს. მანვე აღნიშნა, რომ ადამიანები ნარკოტიკული საშუალებებით თრობის ქვეშ, ე.წ ძველი ბიჭები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე და ისინი ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას ამომრჩეველზე.

“ფიზიკური დაპირისპირება გვქონდა მე-20 უბანზე. ასევე 81-ე უბანზე, სადაც ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც შეეცადა საჩივრის დაწერას, გაარტყეს ხელი “ქართული ოცნების” დამკვირვებლებმა.

მეოცე უბანზე ამომრჩეველმა ქუჩაზე ნაპოვნი ბიულეტენები შემოიტანა და ტქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვა.

69-ე უბანზე სამხარეო პოლიციის თანამშრომლები არიან 100 მეტრიანი დისტანციის შიგნით და ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლას.

73-ე უბანზე ნაპოვნია დიდი ოდენობით ცარიელი კონვერტები და გაუგებარია, რისთვის იყო ეს კონვერტები უბანზე”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, “ქართული ოცნება” ქალაქის მთელ რიგ უბნებზე აპირებს კარუსელის დატრიალებას შემდეგი ადამიანების დახმარებით – ლევან გასაშვილი, ბექა ბასარია, ალეკო გელენავა, შოთა ჭანტურია და ლაშა ცომაია.

წითლიძე ამბობს, რომ ქალაქში გადაადგილდებიან შემდეგი სანომრე ნიშნებით ავტომანქანები – ღღ246DD და ოპელი 247 HH, რომლითაც კარუსელისთვის განკუთვნილი ადამიანები დაჰყავთ უბნიდან უბანზე

მსგავსი პოსტები

Back to top button