ბრიტანელ ახალგაზრდას ოქროს თევზის შეჭმისთვის პატიმრობა ემუქრება

დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოს მკვიდრს ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის გამო დააპატიმრებენ, – იუწყება The Mirror.გოგონამ ვიდეოზე ის მომენტი გადაიღო, როდესაც მისმა მეგობარმა და თანამშრომელმა, 24 წლის დენიელ ჩალისმა ოქროს თევზი გადაყლაპა.

ახალგაზრდების განმარტებით, ისინი უბრალოდ ერთობოდნენ და კომედიური ვიდეოს გადაღება სურდათ. აღნიშნული რგოლი Facebook-გვერდზე 2016 წლის მარტში აიტვირთა.

სასამართლო გარჩევის დროს ახალგაზრდები ამტკიცებდნენ, რომ თევზი იმავე დღეს ბუნებრივად მოკვდა. მაგრამ ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ვიდეოში თევზი მოძრაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button