ბრიტანელი მომღერალი საკუთარ 100 წლისთავს ახალი ალბომის გამოშვებით აღნიშნავს [Photo/Video]

ბრიტანელი მომღერალი, ვერა ლინი მარტში 100 წლისთავს აღნიშნავს და ახალ ალბომს გამოსცემს, – იუწყება სააგენტო Reuters.

“Vera Lynn 100”-ის დისკზე მომღერლის ისეთი ცნობილი სიმღერები იქნება ჩაწერილი, როგორებიცაა “We’ll Meet Again” და “Sailing”.

2009 წელს, როცა ვერა ლინს 92 წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმულ ბრიტანელ მომღერლად გამოაცხადეს, რომლის დისკმა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა.

მომღერალი 1917 წლის 20 მარტს დაიბადა. მისი პირველი რადიოდებიუტი 1935 წელს შედგა. მაშინ ვერამ სიმღერა Joe Loss Orchestra შეასრულა. მომღერალმა ფართო პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის წლებში მოიპოვა, როცა უცხოეთში მებრძოლი ბრიტანელებისთვის BBC-ზე რადიოპროგრამა მიჰყავდა.

 

[print_gllr id=52498]

მსგავსი პოსტები

Back to top button