ბრიტანელი პრინცი სკოლამდელი აღსაზრდელი გახდა [Photo]
ბრიტანეთის სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრე, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობაზე რიგით მესამე პრეტენდენტი, 2,5 წლის პრინც ჯორჯ კემბრიჯელი საბავშვო ბაგა-ბაღში შეიყვანეს.
ფოტოსურათები დიდი ბრიტანეთის სამონარქო ოჯახმა – კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ პრინც ჯორჯის ბაგა-ბაღში პირველი ვიზიტის სურათები გამოაქვეყნა, – იუწყება BBC.
“2 წლის პრინცი ოთხშაბათს ნორფოკლის საგრაფოში განლაგებულ ბაგა-ბაღ West Acre Montessori-ში შევიდა. ფოტოსურათები მისმა დედამ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ გადაიღო”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ ბაგა-ბაღი კემბრიჯის ჰერცოგების საცხოვრებლის მახლობლად მდებარეობს. პრინც ჯორჯი ბაღში მაშინ ივლის, როცა მისი ოჯახი ნორფოკლში იქნება.
ცნობილია, რომ ნორფოლკის საბავშვო ბაგა-ბაღის განათლების სისტემის ძირითად მიმართულება ბავშვებში დამოუკიდებელი აზროვნების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარებას ემსახურება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26883″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]