მნიშვნელოვანისაქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ინაუგურაცია თელავში გაიმართება

სალომე ზურაბიშვილმა დადაასტურა, რომ მისი ინაუგურაცია თელავში გაიმართება.

“ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. მინდოდა, პირველს მე მეთქვა, მაგრამ სხვებისგან გაიგეთ და მე ვადასტურებ“, – უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ინაუგურაციაზე მიწვეულნი იქნებიან უცხოური დელეგაციებიც.

„ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button