ბრიტანელი თინეიჯერი ბიჭი კიმ კარდაშიანად „გადაიქცა“ [Photo/video]

ბრიტანელი მოზარდი, რომელსაც ტაილერი ჰქვია, საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში კიმ კარდაშიანად გარდასახული დაბრუნდა. ბიჭი რეალითი შოუს ვარსკვლავისმაგვარ ტანისამოსს ხმარობს, ითხოვს, რომ მას კაირა კელი დაუძახონ და სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, – წერს The Daily Mail.

ამჟამად ტაილერი 15 წლისაა. მისი თქმით, გენდერული დისონანსი 8 წლის ასაკში იგრძნო. ბიჭს არ მოსწონდა თავისი ტანისამოსი და მხოლოდ გოგონებთან მეგობრობდა.
როცა ცოტა წამოიზარდა, ტაილერმა ქალის ტანსაცმლისა და მაკიაჟის ხმარება დაიწყო. მის მშობლებს ჭორების ეშინოდათ და ამიტომ შვილის საქციელს მალავდნენ, მაგრამ მოგვიანებით ბედს შეურიგდნენ.
ტაილერის ქალიშვილად გარდასახვამ მეზობლებსა და მეგობრებში კრიტიკა არ გამოიწვია, პირიქით, მხარი დაუჭირეს და მის ახირებას გაგებით მოეკიდნენ.
„კარდაშიანივით ვიცვამ, კოსმეტიკას ვხმარობ და ეს ყოველივე თავს შესანიშნავად მაგრძნობინებს“, – განაცხადა მოზარდმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41761″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button