ბრიტანელმა საუზმის დამამზადებელი მანქანა გამოიგონა [Video]

დიდი ბრიტანეთის მკვიდრი, 69 წლის პიტერ ბრაუნი საუზმის დამზადების პრობლემას შემოქმედებითად მიუდგა და მანქანა შექმნა, რომელიც მის მაგივრად დილის ხემსს ამზადებს. გამოგონება Sunday Morning Breakfast Machineის მეშვეობით – ღილაკის ერთი დაჭერით, ბრაუნი მოხარშულ კვერცხს, ტოსტსა და ფინჯან ჩაის იღებს.

გამომგონებელმა განაცხადა, რომ მან მანქანის შესაქმნელად 1000 საათი დახარჯა.

“ამისთვის 3 თვის მძიმე სამუშაო დამჭირდა, მაგრამ ჩემ ცდას ამაოდ არ ჩაუვლია”, – აღიარა ბრაუნმა.

გამომგონებელმა საკუთარი ქმნილების წყალობით დასავლეთის მასმედიის ყურადღება მიიპყრო. ვიდეორგოლში, რომელიც ტელეარხ SWNS-მა გამოაქვეყნა, ბრაუნმა საინტერესო მექანიზმი წარმოგვიდგინა და მისი მუშაობის პრინციპი გაგვაცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button