მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებოდნენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას

გერმანიამ თვითმავალი ჰაუბიცებისთვის Leopard 2-ის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებოდნენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას, რომლის გაგზავნასაც შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინაში, – წერს Sky News-ი.
კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო იმ 123 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასეთი ჭურვების გამოყენების ამკრძალავ კონვენციას.

“დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას და არ ახალისებს მათ გამოყენებას”, – თქვა სუნაკმა.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა “გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.”

ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს ესპანეთიც. როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, კასეტური საბრძოლო მასალა “არც ერთ შემთხვევაში” არ უნდა გაიგზავნოს უკრაინის დასახმარებლად.

“არა” კასეტური საბრძოლო მასალებს და “კი ” უკრაინის ლეგიტიმური თავდაცვას, რომელიც, როგორც ჩვენ გვესმის, არ უნდა იყოს ორგანიზებული კასეტური ჭურვებით”, – განაცხადა ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 7 ივლისს განაცხადა, რომ აშშ მიაწოდებს უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს, რათა შეასრულოს მხოლოდ თავისი ტერიტორიის დაცვის მიზნით გამოყენებისთვის იარაღის მიწოდების თხოვნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება.

კასეტური იარაღის გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ გაერთიანებულია ასზე მეტი ქვეყანა. აშშ, ასევე რუსეთი და უკრაინა, არ არიან კასეტური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეები.

გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის.

“რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას – როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button