მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარასკევს, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ბორის ჯონსონი უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.

„ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და გადამწყვეტია. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, კვლავ კიევში ვიხილე”, – წერს ზელენსკიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის რიგით მეორე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

“ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, კარგია ისევ კიევში ყოფნა”, – წერს ჯონსონი “ტვიტერის” გვერდზე, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button