მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი დასახელდა

დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ყოფილი კანცლერი რიში სუნაკი ან მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

“დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მეხუთე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებიდან სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი გამოირიცხა, რომელმაც ყველაზე ნაკლები – 105 ხმა დააგროვა, ლიზ ტრასს 113-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მისცა ხმა, რიში სუნაკს კი – 137-მა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კანდიდატს 22 ივლისიდან კამპანიის წარმართვა მოუწევთ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას “კონსერვატიული პარტიის” ათობით ათასი წევრი მიიღებს ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. პარტიის ახალი ლიდერის არჩევაში დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.

25 ივლისს კი, დარჩენილ ორ კანდიდატს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართება.

შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button