ბრიტანეთმა ჰომოსექსუალობის გამო ნასამართლევი 49 ათასი მამაკაცი სიკვდილის შემდეგ შეიწყალა [Photo/Video]
დიდი ბრიტანეთში ახლად გამოცემული კანონის თანახმად, ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო ნასამართლევი 49 ათასი მამაკაცი სიკვდილის შემდეგ შეიწყალეს.
როგორც დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, აღნიშნული კანონი ამჟამად ცოცხალ მსჯავრდებულებსაც შეეხება, რომლებიც მსჯავრის მოხსნის ფორმალურ პროცედურას გაივლიან.
როგორც ცნობილია, გაერთიანებულ სამეფოში მამაკაცებს შორის სექქსუალური კავშირის დამყარება გასული საუკუნის 80-იან წლებამდე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა.
2013 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ცნობილი მეცნიერი, ალან ტიურინგი სიკცდილის შემდეგ შეიწყალა. მათემატიკოსმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების სამხედრო საშიფრი მანქანის – Enigma-ს მანამდე დაუძლეველი კოდი გატეხა, ხოლო მოგვიანებით ჰომოსექსუალობისთვის გასამართლდა.
2014 წელს აშშ-სა და ბრიტანეთის კინემატოგრაფისტებმა ტიურინგის ცხოვრებაზე ისტორიული დრამა – “თამაშის იმიტაცია” გადაიღეს. ფილმი მრავალი პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო 2015 წელს საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარი“ აიღო.
სურათში ტიურინგის როლი ბრიტანელმა მსახიობმა, ბენედიქტ კამბერბეჩმა ბრწყინვალედ განასახიერა.
[print_gllr id=52384]