
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით, 30 ნოემბერს საქართველოს ფრანგი მწერალი, ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრა გაიმართება.
შმიტის ნაწარმოებები, ნათარგმნია 40-ზე მეტ ენაზე, ხოლო პიესები დადგმულია 50 ქვეყანაში.