რუსთავი 2 ევროსასამართლოს მიმართავს [Audio]

„რუსთავი 2-ის“ ადვოკატებმა დიდი პალატის გადაწყვეტილება, შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში დღესვე გაასაჩივრონ. უფლებადამცველები განჩინებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

თამთა მურადაშვილის განცხადებით, ერთადერთი სამართლებრივი გზა, ეს არის გზა სტრასბურგისკენ. უფლებადამცველი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო პრეცედენტად და ქვეყნის ღალატად აფასებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ გუშინ მიიღო.

თამთა მურადაშვილის ხმა ►

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. მისი თქმით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, ისინი გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში მიიტანენ. რა გეგმები აქვს ხალვაშს, პაატა სალიას განცხადებით, მისთვის უცნობია.

პაატა სალიას ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button