ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებულ ჯინს ყიდიან [Photo]
ბრიტანეთში, Selfridges უნივერმაღთა ქსელში, ელიტურ ალკოჰოლურ სასმელს ყიდიან, რომელსაც კომპანია Cambridge Distillery აწარმოებს. კერძოდ, ბირმინგემში გასაყიდად ყველაზე ძვირადღირებული იაპონური ჯინი Watenshi გამოიტანეს, – წერს Birmingham Mail.
სასმელის 1 ბოთლის ფასი 2 000 გირვანქა სტერლინგს ანუ 3 040 დოლარს შეადგენს.
ჯინი ლიმიტირებული პარტიით გამოვიდა – სულ 36 ბოთლი.
როგორც Cambridge Distillery-ში აღნიშნავენ, ჯინ Watenshi-ს მოსამზადებლად, გამოხდა ცელსიუსით -50 გრადუსზე, დაბალი წნევის ქვეშ, 50-ჯერადი დისტილაციით ხორციელდება.
Watenashi-ს ბოთლი შვეიცარული ფირმა Loris & Livia-ს დიზაინერებმა შეიმუშავეს, რომლებიც წარსულში Chanel-თან და Tom Ford-თან თანამშრომლობდნენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23383″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]