მოზაიკამსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთში უილიამ შექსპირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთ პაციენტს, ამჯერად დასახლება უორვიკშირში მცხოვრებ უილიამ შექსპირს გაუკეთეს.

ამის შესახებ „ბიბისის“ კორესპონდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.

ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია. პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის ქალი გახდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას ეხმიანება და მოქალაქეებს, მეცნიერებსა და მედიკოსებს მადლობას უხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button