მსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთში, კოვიდ-19-ით მოხალისეები დაინფიცირდებიან

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაზე ახალი კვლევები დააფინანსოს, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს კოვიდ 19-ით განზრახ დააინფიცირებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, კვლევებში, რომლებიც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის, ფარმაცევტული მომსახურების კომპანია Open Orphan-ის შვილობილი კომპანია hVIVO- სა და Royal Free London NHS Foundation Trust-ის პარტნიორობით განხორციელდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 33,6 მილიონი გირვანქა სტერლინგის (43,5 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მარეგულირებლისა და ეთიკის კომიტეტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კვლევები იანვარში დაიწყება და შედეგები, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისამდე იქნება ხელმისაწვდომი. ცდებში, პირველ ეტაპზე, 18-დან 30 წლამდე ასაკის 90-მდე მოხალისე ჩაერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button