მნიშვნელოვანისიახლეები

მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა

„სამართლიანი არჩევნები“ ინფორმაციას ავრცელებს, (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.
(ISFED) „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციას მონაწილეობის ნება არ დართეს.

როგორც „სამართლიანი არჩევნებში” განმარტავენ, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად.

ამასთან, განმარტავენ, რომ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი არასამთავრობო სექტორის ფართო წარმომადგენლობას გამორიცხავდა. მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა. მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ამ ჯგუფში, არასამთავრობო სექტორის შეთანხმებით წარდგენილი, “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე.

ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს “სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა. “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„სამართლიანი არჩევნები“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი, და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ორგანიზაციის არსებობის 27 წლის განმავლობაში.

„სამართლიანი არჩევნები“ მმართველი პარტიის ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა, ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების – დასავლური ინტეგრაციის – ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ISFED-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი არის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და საქართველომ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით.

“ცხადია გავაგრძელებთ ამისათვის ბრძოლას, თუმცა ზოგადად პროცესს აზიანებს ის, როდესაც იქმნება სამუშაო ჯგუფი არჩევნებზე და პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება.”

ნინო დოლიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტი, პოლიტიკური მიკორძოების შესახებ, რადგან “სამართლიანი არჩევნები” არასდროს ყოფილა არცერთ პოლიტიკურ მხარეს.

“ჩვენ ვართ სიმართლიას მხარეს და თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონმდებლობას ან არჩევნების დროს იკვეთება ხარვეზები ცხადია, ამაზე ვსაუბრობთ.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილის აზრით დაუშვებელი და მიუღებელია ასეთი სახის პოლიტიკური დევნა.

“ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა მოსაზრების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და იმ ორგანიზაციის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იმისათვის, რომ წარმოჩინდეს პრობლემები საარჩევნი სფეროში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობა.”

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის “არანეიტრალურობა” დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.

ცნობისთვის მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის “არანეიტრალურობა” დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.

მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი “ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის” ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.

ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიან არჩევნებს უნდა მიეღო. დღევანდელი შეხვედრა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button