ბრიტანეთზე დარტყმას “მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა”-პუტინი ჯონსონს დაემუქრა
ჯონსონის განცხადებას პუტინის მუქარის შესახებ კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით ემუქრებოდა.
როგორც ჯონსონი ამბობს, პუტინი მას უკრაინში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა.
ჯონსონი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზინდეტმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას “მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა”.
„რაღაც მომენტში ის დამემუქრა და მითხრა: „ბორის, მე არ მინდა, ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ეს სულ რაღაც ერთ წუთს წაიღებს“, ან რაღაც ამის მსგავსი“, – განაცხადა ჯონსონმა „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმში.
მისივე თქმით, მან გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.
“მან თქვა: “ბორის, შენ ამბობ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში”.
მან ეს ინგლისურად თქვა: “უახლოეს მომავალში. რას ნიშნავს უახლოეს მომავალში?”
და მე ვუპასუხე: ” ის არ შევა ნატოში უახლოეს მომავალში, ეს შენ მშვენივრად იცი”
ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: ” იცი, ბორის, არ მინდა შენთვის ზიანის მოყენება, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება”, თუ რაღაც მსგავსი…. მაგრამ მე ვფიქრობ რომ იმ ძალიან მშვიდი ტონით, რომლითაც ის საუბრობდა, ცდილობა უბრალოდ ეთამაშა ჩემს მცდელობებთან, რომ მოლაპარაკებაზე დამეთანხმებინა,” – ჰყვება ჯონსონი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჯონსონსა და პუტინს შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შარშან თებერვალში შედგა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომი კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა, რასაც, ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მუქარა მოჰყვა.
„პუტინის ძალიან მშვიდი ტონით თუ ვიმსჯელებთ, ის, უბრალოდ, ცდილობდა, თავი წარმოეჩინა, თითქოსდა აჰყვა ჩემს მცდელობას, მოლაპარაკებებზე დამეთანხმებინა“, – ამბობს ჯონსონი.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მან უთხრა პუტინს, რომ „უკრაინა უახლოეს მომავალში არ გახდებოდა ნატო-ს წევრი“, ასევე გააფრთხილა, რომ „უკრაინაში ნებისმიერი შეჭრა გამოიწვევდა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას“.
ჯონსონის განცხადებას პუტინის მუქარის შესახებ კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.
„ის, რაც ჯონსონმა თქვა, არ იყო სიმართლე, უფრო ზუსტად, ეს იყო ტყუილი”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვმა თქვა, რომ მან იცის რა განიხილეს ლიდერებმა ამ საუბრის დროს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “არანაირი სარაკეტო საფრთხე არ ყოფილა”.
“რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ნატოს ან ამერიკული რაკეტების პოტენციური განლაგება ჩვენს საზღვრებთან, ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვს რამდენიმე წუთში მიაღწევს. თუ ეს პასაჟი ასე იქნა გაგებული, ეს არის ძალიან უხერხული სიტუაცია”, – თქვა პესკოვმა.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას „მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა”.