Britney Spears – იუბილარია
დღეს ბრიტნი სპირსის დაბადების დღეა, ცნობილი პოპ ვარსკვლავი 40 წლის გახდა
ბრიტნი ჯინ სპირსი 1981 წლის 2 დეკემბერს მაკკომბში მისისიპის შტატში დაიბადა და გაიზარდა კენტვუდში (ლუიზიანაში). სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა.
1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Jive Recordsთან და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი …Baby One More Time,
რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.
მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები „…Baby One More Time“ და „Oops!… I Did It Again“ იქცა საერთაშორისო #1 ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა, რამაც „პოპ-პრინცესის“ სტატუსიც შესძინა.
2001 წელს ბრიტნიმ გამოსცა მესამე სტუდიური ალბომი Britney და მონაწილეობა მიიღო ფილმში .
მეოთხე სტუდიურ ალბომზე In the Zone (2003) მან უკვე სრული შემოქმედებითი კონტროლი დაამყარა.
ორი კრებულის გამოსცემის შემდეგ პირადი პრობლემების გამო სპირსის კარიერა დროებით შეჩერდა. მეხუთე ალბომი, Blackout 2007 წელს გამოიცა და მიუხედავად მცირე პრომო-კამპანიისა, მის სინგლებს Gimme More და Piece of Me დიდი წარმატება ხვდა წილად,
ბრიტნის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე The Circus Starring Britney Spears 2009 წელს დაიწყო. კარიერის მანძილზე სპირსმა მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის – გრემი, MTV-ს ვიდეოს 6 ჯილდო, ბილბორდის 9 ჯილდო და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.