მოზაიკამსოფლიო

ბრიტნი სპირსი სცენაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

პოპ ვარსკვალვი ბრიტნი სპირსი სცენაზე, სავარაუდოდ აღარ დაბრუნდება, ამის შესახებ  მისმა მენეჯერმა, ლარი რუდოლფმა განაცხადა.

პოპ ვარსკვლავი 30 დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მენეჯერი ამბობს, რომ ბრიტნი სცენაზე ვეღარ გამოვა და ის სიმღერს ვეღარ შეძლებს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი სწორედ მისი ფსიქიკური მდგომარეობაა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

,,მე არ მსურს მან იმუშაოს მანამ სანამ არ იქნება მზად მენტალურად და ემოციურად. თუ ეს დრო არასოდეს მოვა მაშინ ის ვერასოდეს იმუშავებს. აღარ გამაჩნია არც სურვილი, არც შესაძლებლობა ის კიდევ ვამუშაო. აქ ვიქნები მხოლოდ მაშინ, როცა ის მოინდომებს მუშაობას.  და თუ როდესმე მოინდომებს, აქ ვარ, რომ ვუთხრა ეს კარგი აზრია თუ ცუდი” – განაცხადა
რუდოლფმა.

ბრიტნი სპირსი, რამდენიმე დღის წინ სასამართლოში იმყოფებოდა, სხდომაზე მისი მეურვეობის საკითხი განიხილეს. უკვე 10 წელზე მეტია მუსიკოსის ფინანსებს მისი მამა, ჯეიმი აკონტროლებს, მუსიკოსს კი სურს, საკუთარი ქონება თავად განკარგოს. რა გადაწყვეტილებას მიიღო სასამართლომ, უცნობია.

ფოტო: Gabe GinsbergGetty Images

მსგავსი პოსტები

Back to top button