ბრიუს უილისის ქალიშვილმა შიშველი ფოტოსესია გადაიღო [Video]
ბრიუს უილისისა და დემი მურის 22 წლის ქალიშვილი, ტალულა უილისი ახალი ეროტიკული პროექტისთვის გაშიშვლდა. მისი ტოპლეს-ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
ეროტიკული პროექტის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ტაილერ შილდია.
უილისმა საკუთარ Instagram-ზე აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ფოტოსურათი შილდის ახალი წიგნის – “Provocateur”-ის ყდას დაამშვენებს.
“ტაილერ შილდი ჩემს ფოტოებს თავის ახალ წიგნში გამოაქვეყნებს. მას ვაღმერთებ! მკერდის დაფარვა არ ღირს, მაგრამ…”, – დაწერა ტალულამ.