მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

რუსეთის მეორე მოქალაქე ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში

“ბერლინის ტიერგარტენის პარკში მომხდარი მკვლელობა სერიოზული ინციდენტია, რომლის შესახებაც სასამართლოში მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჰიბრიდული ომი და დესტაბილიზაციის მეთოდები რუსეთის ქცევის ტიპური მაგალითია.” – აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

მერკელმა ეს განცხადება საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას გააკეთა. ინტერვიუს დროს, ანგელა მერკელს რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე ჰკითხეს, რაზეც კანცლერმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ახსენა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება საჭიროა.

„თუმცა, მეორე მხრივ, სირიისა და ლიბიის მსგავს ქვეყნებში, ასევე ევროპის სამეზობლოში რუსეთის სტრატეგიული გავლენა დიდია. ამიტომ, მე ვეცდები, გავაგრძელო რუსეთთან თანამშრომლობა.” – განაცხადა ანგელა კანცლერმა.

ამავდროულად, გერმანული მედია იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის მეორე მოქალაქეც ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “შპიგელი” ფედერალური პროკურატურის მონაცმებეზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურა და სისხლის სამართლის საქმეთა უწყება გამოძიების მიმდინარეობის დროს მკვლელობასთან კავშირში მყოფ მეორე პირზე გავიდა, რომელიც გერმანიაში ინციდენტამდე 2 კვირით ადრე ჩავიდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმის ახალი ფიგურანტიც იმავე სპეცსამსახურებში მუშაობს, რომელშიც ზელიმხან ხანგოშივლის სავარაუდო მკვლელი ვადიმ კრასიკოვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button