ბრიუსელის სპეცოპერაციის დროს 16 ადამიანი დააკავეს [Photo/video]

ბრიუსელში ძირითადი სპეცოპერაცია დასრულებულია.

ბელგიის დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 16 ადამიანი დაკავებულია – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბრიუსელის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

ბელგიური ტელეარხების მონაცემებით, სპეცოპერაციის დროს, დოკუმენტების მასშტაბური შემოწმება, ბინების რეიდები, ჩხრეკა და ავტომობილების შემოწმება ჩატარდა.

მასმედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან პარიზის ტერაქტის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი – სალაჰ აბდესლამი და სენ-დენიში მოკლული, ტერორისტების ხელისშემწყობი – ჰასნა აით ბულაჰსენის ძმა ვერ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს, ბელგიის პოლიციამ, ტერაქტის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია ჩაატარა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23601″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button