მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიუსელს ბირთვული შეიარაღების ძალები საგანგებო მოლოდინის რეჟიმზე გადაჰყავს -სტოლტენბერგი

,,ნატო” ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში მოყვანაზე მსჯელობს. ალიანსი ბირთვული ქობინების საწყობიდან გამშვებ პუნქტებში ტრანსპორტირების ოპერაციას იწყებს. “ნატო-ში” ამბობენ, რომ მასობრივი განადგურების იარაღი საგანგებო მოლოდინის რეჟიმში იქნება გადაყვანილი. სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ბირთვული იარაღით მუქარის რიტორიკის ნაწილია.

რუსეთის მოკავშირე ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი სახელმწიფო არ არის, საიდანაც ნატო საფრთხეს ხედავს. ალიანსის კრიტიკის სამიზნე, ფხენიანთან ერთად, პეკინი გახდა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩინეთი საკუთარი ატომური იარაღის არსენალს აფართოებს და უკრაინაში დასავლეთის მარცხს ელოდება.

სტოლტენბერგი განმარტავს, რომ “ნატო-ს” ბირთვული იარაღი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში მოყვანა პუტინის მუქარამ გამოიწვია. ანალიტიკოსების განცხადებით კი, დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინმა, უკრაინაში მარცხის შემთხვევაში, ატომური იარაღი გამოიყენოს. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს არც უკრაინის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ლიტვინენკო.

მსოფლიოში გაზრდილი ბირთვული საფრთხის ფონზე ატომური იარაღის გაუქმების საერთაშორისო ორგანიზაციამ მსოფლიოს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა საკუთარ ბირთვულ პოტენციალს ზრდიან.

2023 წელს, ბირთვულ პროგრამაზე 9 ქვეყნის დანახარჯი 91 მილიარდ დოლარს აჭარბებს. აქედან ყველაზე მეტი – 51 მილიარდი შეერთებულ შტატებზე მოდის, ჩინეთმა 12, რუსეთმა კი 8 მილიარდი დახარჯეს.

იმაზე, რომ მსოფლიოში უშიშროების მთავარ გამოწვევა ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეა, საუბრობენ სტოქჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტშიც. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაპირისპირების შემთხვევაში, სახელმწიფოებს 12 ათასზე მეტი ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტის გაშვება შეუძლიათ.

რუსეთმა და ჩრდ.კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ერზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ შეერთებული შტატების მარცხი. მათ სურთ ნატო-ს მარცხი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, თუ მათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება.

„თუ ათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, ეს ჩვენ უფრო დაუცველს გაგვხდის და მსოფლიოს უფრო სახიფათოს. ასე რომ, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის. ეს ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება ომი.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია არ გვთავაზობს მშვიდობას და პუტინის წინაშე კაპიტულაცია არ იძლევა უსაფრთხოებას. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ომი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

პუტინმა უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი

მსგავსი პოსტები

Back to top button