ბუდანოვის განცხადებით ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა 2025 წლის ბოლომდე მიღწეული იქნება

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა 2025 წლის ბოლომდე მიღწეული იქნება.
“გაინტერესებთ ჩემი წმინდა პირადი აზრი? ასე მგონია. ეს პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა საწყისი პოზიციები დიამეტრალურად საპირისპიროა (რაც შეიძლება), ამავდროულად ვფიქრობ, რომ წელს მივალთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე სხვა საკითხია, რამდენად ხანგრძლივი და ეფექტიანი იქნება ის, თუმცა, ვფიქრობ, ეს მოხდება. ამისთვის არსებობს შემადგენელთა უმრავლესობა”, – განაცხადა ბუდანოვმა მედიასთან.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას არ შეწყვეტს.
“ვერც რუსები და ვერც ჩვენ მოვიფიქრებთ რადიკალურად ახალსა და ფართომასშტაბურს. ყველაფერი უკვე დამუშავებულია. დიახ, იქნება მცდელობები (უკრაინის დესტაბილიზაცია), მაგრამ არა უშავს – ყველა ქმედებას აქვს კონტრეფექტი”, – თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველოს უფროსმა.
უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების ინიციატივაზე საუბრისას ბუდანოვს ეჭვი ეპარება, ეს უსაფრთხოების გარანტია გახდეს, რადგან, მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც მშვიდობისმყოფელთა შეყვანამ იმუშავა. ამასთან, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს.