მსოფლიოსიახლეები

ბუდაპეშტში ნავის ჩაძირვას 7 ტურისტი ემსხვერპლა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიზე ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულად ითვლება. BBC-ის ინფორმაციით, ყველა დაღუპული, სამხრეთ კორეელია.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა – არსებული ინფორმაციით, ნავს სხვა სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, დაკარგულთა სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ მყვინთავებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button