
ბუენოს-აირესის ცენტრში, ეროვნული კონგრესის სიახლოვეს არგენტინელ დეპუტატსა და მის თანაშემწეზე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დეპუტატი დაიჭრა, მისი თანმხლები პირი კი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი” ავრცელებს.
ქვეყნის უშიშროების მინისტრის, პატრიცია ბულრიჩის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ თავდასხმის ობიექტი სწორედ მოკლული თანაშემწე იყო და არა დეპუტატი.