ბუკერის პრემია – 2015 [Photo/video]
ბუკერის პრემიის წლევანდელი გამარჯვებული იამაიკელი მწერალი მარლონ ჯეიმსი გახდა. მისი ბოლო ნაწარმოები – “შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია” 70-იანი წლების იამაიკურ პოლიტიკაზე, ნარკო-მოვაჭრეებზე და ბანდიტიზმზე მოგვითხრობს.
“ეს კრიმინალური რომანია, რომელიც კრიმინალურ სამყაროს სცდება და იმ ახლო ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლის შესახებაც ასე ცოტა ვიცით”, – განაცხადა ბუკერის პრემიის ჟიურის თავმჯდომარემ – მაიკლ ვუდმა.
მარლონ ჯეიმსი პირველი იამაიკელი მწერალია, რომელმაც ბუკერის მოგება შეძლო.
ბუკერის პრემია (ინგლ. Booker Prize) — ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ინგლისურ ლიტერატურაში. ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო – 50 ათასი გირვანქა სტერლინგი. პირველი პრემია 1969 წელს გაიცა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20369″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]