მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბულგარეთმა და პოლონეთმა უარი თქვეს გაზი რუბლებში შეესყიდათ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ პოლონეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა-მეზობლებისგან იღებენ.

მას შემდეგ რაც ბულგარეთმა და პოლონეთმა უარი თქვეს გაზი რუბლებში შეესყიდათ, რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა ორივე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

ფონ დერ ლეიენმა ამას კრემლის მორიგი პროვოკაცია და მოსკოვი შანტაჟში დაადანაშაულა.

“რისთვისაც ევროკომისია ემზადებოდა წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და სოლიდარობით. ჩვენი პასუხი იქნება მყისიერი, ერთიანი და კოორდინირებული”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის
განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი გაზით შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. პესკოვის თქმით, რუსეთის მხრიდან პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა შანტაჟი არაა და ეს გამოწვეული იყო “არამეგობრული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯებით ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორში”.

“ეს შანტაჟი არაა. ის პირობები, რომელიც დაფიქსირებული იყო პრეზიდენტის [პუტინის] ბრძანებულებაში, რომელიც გულისხმობს გადახდის ახალ მეთოდს, გამოწვეული იყო არამეგობრული ქვეყნების მიერ ჩვენს წინააღმდეგ გადადგმულ უპრეცედენტოდ არამეგობრული ნაბიჯებით ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორში”,-თქა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, ახალი შეზღუდვების გამო რუსეთი იძულებული გახდა ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად რუბლით გადახდაზე გადასულიყო.

“მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი რეზერვების მნიშვნელოვანი რაოდენობა ან დაბლოკილი იყო ან “მოპარული”. ეს ყველაფერი მოითხოვდა გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლას”,-თქვა მან.

მზად ვართ ამ სცენარისთვის, კოორდინირებულ პასუხზე ვმუშაობთ – ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტაზე
ცნობისთვის, გაზპრომმა შეაჩერა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ უარი თქვა რუბლით გადახდაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button