მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციები რუსეთის ფედერაციის 1206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირზე დაწესდება

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის 1200-ზე მეტი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.

“დღეს საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში ან მუქარაში დამნაშავე პირების მიმართ შემაკავებელი ზომების ვადის გაგრძელება კიდევ ექვსი თვით, 2023 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივოს,” – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და კონკრეტული პირებისა თუ სუბიექტებისთვის ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

სანქციები რუსეთის ფედერაციის 1206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირზე დაწესდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა ამის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა. სანქცირებულთა შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, სამხედროები და კრემლის პროპაგანდისტები.

ამასთნ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსებს, რომლებმაც უკრაინაში ომს ხელი შეუწყეს, დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციების სამიზნეს 22 ფიზიკურ პირი და ორი ორგანიზაცია წარმოადგენს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები კომერციის დეპარტამენტთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით დაწესდა.

„როდესაც უკრაინა აგრძელებს წინსვლას საკუთარი თავისუფლების დაცვის კუთხით, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დავაქვეითოთ რუსეთის უნარი, აღადგინოს თავისი შეიარაღებული ძალები, პასუხისგება დავაკისროთ დამნაშავეებს და მოვახდინოთ პუტინის შემდგომი ფინანსური იზოლაცია“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button