ბუნებრივი აირი ძვირდება – თელავში ხელმოწერები გროვდება
თელავში ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ ადგილობრივები და პარტია “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ხელმოწერები მთელი რაიონის მასშტაბით შეგროვედება და ენერგეტიკის სამინისტროს გაეგზავნება.
როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან თელავში ბუნებრივი აირი 11 თეთრით ძვირდება. მომხმარებელს 1 კუბურ მეტრ აირზე 48 თეთრის ნაცვლად 59 თეთრის გადახდა მოუწევ.
თელავში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც.
“ამაში ვერც სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს დერეგულირებული სეგმენტია. პრობლემა არა მარტო კახეთშია, არამედ სხვადასხვა რეგიონებშიცაა. მაგალითად თბილისში, მუხიანის დასახლებაში ორი ლიცენზიანტი კომპანიაა. აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორეს მაღალი. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ, რომ ტარიფების გამოთანაბრება მოვახდინოთ, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირი ტარიფი ჰქონდეს”,- აღნიშნა მინისტრმა გურჯაანში კოალიციის ყრილობაზე ყოფნისას.