მნიშვნელოვანისაქართველო

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მამადიანსა და ტატიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

უბედური შემთხვევა 2019 წლის 16 იანვარს მოხდა. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

62 წლის ვაზელ მამადიანსა და 28 წლის თორნიკე ტატიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსხურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button