ბუნებრივი აირის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს
ბუნებრივი აირის ფასზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 24 ივლისამდე იმსჯელებს.
ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით მარეგულირებელს ყაზტრანსგაზმა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმართეს, ანალოგიური განაცხადი რამდენიმე კვირის წინ სოკარმაც წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიები ტარიფის გადახედვას ლარის კურსის დაცემის გამო ითხოვენ. ენერგეტიკის სამინისტროში კითხვაზე გაძვირდება თუ არა ბუნებრივი აირის ფასი, პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საუბარია ძველი და ახალი აბონენტებისთვის გაზის ტარიფის გათანაბრებაზე.
მოუსმიენთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის და სემეკის კომისიის წევრის გოჩა შონიას ხმას ►