მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ბურჯანაძე : ელჩებს ავუხსენი, კომპრომისი ხელახალი არჩევნებია

ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ახალი არჩევნების ფონზე აქციების შეწყვეტა. მისი თქმით, ახალი არჩევნების გარანტორები ფასილიტატორი ელჩები იქნებიან.

„ავუხსენი მათ, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას და ყველაფერს, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს და საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური კლასი მოკვდება”-აღნიშნავს ბურჯანაძე

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება.

მოისმინეთ ნინო ბურჯანაძის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button