ბურსაში კამიკაძე ქალმა თავი აიფეთქა [Photo/Video]

თურქეთის ქალაქ ბურსაში, მთავარ მეჩეთსა და ბაზარს შორის, საღამოს პიკის საათში, კამიკაძე ქალმა თავი აიფეთქა, – იუწყება თურქული მედია.
აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა. ყველა ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალმა სხეულზე დამაგრებული ბომბი მოქმედებაში მოიყვანა. კრიმინალისტებმა ვიდეოდაკვირვების კამერაზე ჩანაწერის მიხედვით ივარაუდეს, რომ ქალი დაახლოებით 25 წლის იყო.
კამიკაძის გვამი შემთხვევის ადგილზე იპოვეს. პოლიციამ ტრაგედიის ადგილის მიმდებარე რაიონები და გზები გადაკეტა. ქალაქში ავტომანქანებსა და საეჭვო პირებს ჩხრეკენ.
ბურსაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34345″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]