მნიშვნელოვანისიახლეები

“ბუსტერ” დოზა “ომიკრონისგან” დაავადების შანსს 80%-ით ამცირებს

“ბუსტერ” დოზა “ომიკრონისგან” დაავადების შანსს 80%-ით ამცირებს – ვისთვის არის მძიმე ახალი შტამი
75%-ით შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა და 91%-ით შემცირებული გარდაცვლილთა რიცხვი – ფართო გავრცელების მიუხედავად ეპიდემიოლოგები “ომიკრონის” მსუბუქი ფორმით მიმდინარეობის შესახებ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ “ომიკრონი,” შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ამ ყველაფრის თავიდან აცილების საუკეთესო გზად კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმუნიზაციას და ნიღბის ტარებას ასახელებენ.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, კი “ომიკრონით” მიმდინარე პანდემიის ტალღასთან გასამკლავებლად ჰოსპიტალურ სექტორზე მეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაა საჭირო.

ეპიდემიოლოგების ხმა

„ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, გრიპთან შედარებით მაინც სახიფათოა.

მისი შეფასებით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ან პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის.

„ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილიანობა, ჩვენთან პირიქით, განახევრდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ყველას გაკონტროლების“ შესაძლებლობა აღარ იყო.

როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო სექტორი კარგად მართავს სიტუაციას და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს არ განიცდის.

მისივე თქმით, არსად იმდენი ტესტი არ კეთდება 1 მილიონ მოსახლეზე, როგორც საქართველოში.

„ნუ ჩავთვლით, რომ შემთხვევათა რაოდენობის მატება მიუთითებს საქართველოში რაიმეს შედარებით ცუდად კეთებაზე, რამეთუ საქართველოზე განვითარებულ ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ირანის პარლამენტის 30 წევრი კარანტინში იმყოფება მას შემდეგ, რაც მათ კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონი“ დაუდგინდა ტესტის შედეგად. 30 იანვარს პარლამენტში გამოაცხადეს, რომ 290-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში აპირებენ ყველა წევრს ჩაუტარონ ტესტი, რათა თავიდან აიცილონ COVID-19-ის შემდგომი გავრცელება. ამის შესახებ ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იუწყება.

ირანის მთავრობა ახალი შემზღუდავი ზომების შემოღებას განიხილავს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო. ძლიერ გადამდები „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ვაქცინაციის კამპანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button