მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბჟანია-“დევნილთა დაბრუნების საკითხი იდგა ოდესღაც ქართული მხრიდან ახლა ეს თემა დახურულია”

ოდესღაც ქართული მხარის მხრიდან იდგა საკითხი დევნილების დაბრუნების, თუმცა დღეს ეს საკითხი დახურულია, – ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ გამოცემასთან – “არგუმენტები და ფაქტები” ინტერვიუში.

მისი თქმით, ქართველები ცხოვრობენ აფხაზეთში, განსაკუთრებით გალის რაიონში და მათი რიცხვი დაახლოებით 45 ათასია. უმეტესობას აფხაზეთის “მოქალაქეობა” არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ამ დრომდე არ გაფორმებულა შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თბილისი მათ არ აღიარებს, ვერ ხედავს “აფხაზეთის სახელმწიფოს”. ბჟანია განმარტავს, რომ არსებობს მხოლოდ მოლაპარაკებების მოედანი ჟენევაში, რუსეთის მონაწილეობით.

“ხაზს ვუსვამ, აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას საქართველოსთან არ ვაპირებთ და არც არავისთან. ის ხალხის მიერაა განსაზღვრული. ეს თემა ჩვენთვის საბოლოოდ დახურულია. საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხოებას იცავენ აფხაზი და რუსი მესაზღვრეები. ამ საზღვართან პროვოკაცია ძალიან იშვიათია და არც არავითარი აზრი არ აქვს”,-აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button