გამოვიდა ფილმ “ჯონ უიკ 2”-ის თრეილერი [Video]

კინოსტუდია Lionsgate-მა საკუთარ YouTube-არხზე “ჯონ უიკ 2”-ის თრეილერი გამოაყვეყნა. ფილმში მთავარი როლი კიანუ რივზმა ითამაშა და ქილერი განასახიერა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი ქილერი ჯონ უიკი ძველ ხელობას უბრუნდება მაშინ, როცა მისი კოლეგა – მსოფლიო მასშტაბით ყველაზე სახიფათო მკვლელი ბოროტმოქმედთა ჯგუფის ხელმძღვანელი ხდება.

თრილერმა 24 საათის განმავლობაში 600 ათასი ნახვა დააგროვა.

რივზთან ერთად სურათში მონაწილეობენ: რუბი როუზი, იენ მაკშეინი და ბრიჯით მოინეჰენი. ფილმი გადაიღეს რეჟისორებმა ჩად სტაჰელსკიმ და დევიდ ლეიტჩმა.

კინოსურათი ფართო ეკრანზე მომავალი წლის 9 თებერვალს გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button