უცხოური პრესა george michael-ის ჰეროინდამოკიდებულებაზე ალაპარაკდა [Video]

The Telegraph-ს ინფორმაციით, ჯორჯ მაიკლი ჰეროინდამოკიდებული იყო და ბოლო ერთი წლის მანძილზე აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას აქტიურად მოიხმარდა. გამოცემა ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

წყაროს ცნობით, მომღერალი ნარკოტიკული ნივთიერების დოზის გადამეტების გამო საავადმყოფოში რამდენჯერმე გადაიყვანეს.

“ის ჰეროინს მოიხმარდა. საკვირველია, რომ მან კიდევ ასე დიდხანს გაძლო”, – ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაიკლი გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა, რაც ჰეროინის მომხმარებელ ადამიანებს ხშირად ემართებათ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი პოპ-შემსრულებელი, ჯორჯ მაიკლი შობის საღამოს, 53 წლის ასაკში, ინგლისში, ოქსფორდშირის საგრაფოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალი მეგობარმა კაცმა საწოლზე მწოლიარე მდგომარეობაში იპოვა. სამართალდამცველები მაიკლის ძალადობრივი სიკვდილის ვერსიას გამორიცხავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button