მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს

ისრაელს უკრაინაში ექსპორტისთვის საჭირო შეიარაღების საკმარისი მარაგები არ აქვს

ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.

“ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარულობას. ჩვენ ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს 2023 წლისთვის. დაფინანსება მოხდება რეგულარული ტრანშებით, რათა დავეხმაროთ მოკლევადიან პერსპექტივაში აღდგენას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ის პირად გვერდზე.

ვროკავშირის ქვეყნებმა უპასუხეს უკრინის მხრიდან დახმარების თხოვნას და მას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

“კვირების განმავლობაში რუსეთი უტევს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ მოისმინა ჩვენი მოთხოვნა და გაუგზავნა 500 დენის გენერატორი, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში”, – თქვა ვიცე-პრემიერმა თავის Twitter-ზე.

20 ოქტომბერს უკრაინამ სთხოვა ევროკავშირს და ნატოს ენერგოტექნიკით დახმარება რუსეთის დარტყმის შემდეგ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, ისრაელს უკრაინაში ექსპორტისთვის საჭირო შეიარაღების საკმარისი მარაგები არ აქვს – ასე ხსნის ის ისრაელის პოლიტიკას, არ გაუწიოს უკრაინას სამხედრო დახმარება.

“ჩვენი წარმოების მასშტაბები უფრო დაბალია, ვიდრე ექსპორტის საჭიროება. ჩვენ არ გვაქვს საკმარის პროდუქციის ბაზა [უკრაინის საჭიროებებისთვის]. თუნდაც პოლიტიკის ცვლილება გადაწყდეს, ჩვენი მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცარიელება შეუძლებელი იქნება”, – თქვა მან.

განცი აღნიშნავს, რომ აკვირდებიან, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ გაფართოვდეს დახმარება, თუმცა მისი განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას.

ოკუპანტების მიერ ირანული დრონებით ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართავდა.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ისრაელს არაერთხელ სთხოვა სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის, რკინის გუმბათის მიწოდება, თუმცა 19 ოქტომბერს ისრაელმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.

20 ოქტომბერს უკრაინის მთავრობამ ებრაულ ორგანიზაციებს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას ისრაელისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button