სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიაზე დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე. ბასილაშვილი ამერიკელ ტომი პოლს შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა.

ქართველმა პირველ სეტში საგრძნობი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე სეტში ტაი-ბრეიკი დაინიშნა და ნიკოლოზმა დამატებით დროშიც ვერ მოახერხა მატჩის სათავისოდ შემობრუნება.

საბოლოო ანგარიში 2 საათსა და 14 წუთში დაფიქსირდა. პოლმა 6:4; 7:6; 6:4 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

რაც შეეხება ჩვენებურს, ის რჩება ავსტრალიაში და უახლოეს დღეებში ასპარეზობას წყვილთა თანრიგით გააგრძელებს. მისი პარტნიორი გერმანელი ანდრე ბეგემანია.

ქართულ-გერმანული წყვილი 10 თებერვალს პირველ შეხვედრას პირველ ნომრად განთესილ ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარასთან ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button