მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში მამაკაცი სამი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა

კახეთში მამაკაცი სამი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
30 წლის მამაკაცი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელავში დააკავეს.

წარსულში ნასამართლევ ახალგაზრდას, პირადი ჩხრეკისას, 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა აღმოაჩნდა.
მამაკაცი ბრალდებულის სახით არის დაკავებული.

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button