მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქისაა

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. ხვიჩა მაქაცარიამ Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს გადასცა.

აზერბაიჯანის მოქალაქეზე, რომელიც კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდა, საქართველოში ცნობილი არაფერია. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ის კომპანია “ნექსოლის” მფლობელია (NEQSOL), რომელიც აზერბაიჯანული უმსხვილესი ჰოლდინგია ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ჰასანოვი ამ ჰოლდინგის 100 პროცენტის მფლობელია.

გასულ წელს, ჰასანოვის მფლობელობაში გადავიდა ურკაინული “ვოდოფონიც”. მედიაში აქტიურად წერენ ჰასანოვზე, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დაახლოებულ პირზე.

აღსანიშნავია, რომ კანონით, 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამ კანონის დარღვევის გამო, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია Caucasus Online აქამდე უკვე ორჯერ დააჯარიმა: პირველად, 90 000 და მეორედ, 270 000 ლარის მოცულობით.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში იწურება Caucasus Online-სთვის მიცემული კიდევ ერთი ვადა. პირველ მაისამდე, კომპანიამ წილები პირვანდელ მდგომარეობაში უნდა დააბრუნოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button