მსოფლიოსიახლეები

აშშ რუსეთისგან დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აღშფოთებულია რუსეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო ჩვენებებითა და დაცვის მხარის მოწმეთა შესაბამისი დაშვების გარეშე ჩატარდა.

ამერიკული მხარე შეშფოთებულია, რომ პოლ უილანის პროცესი სამართლიანი სასამართლოს გარეშე ჩატარდა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

შეგახსენებთ, ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, პოლ უილანს მოსკოვის სასამართლომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლ უილანი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი „ჯაშუშური აქციის დროს“ დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უილანმა სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. ყოფილი საზღვაო ქვეითი ბრალდებას არ აღიარებს. დაკავებულის ძმა აცხადებდა, რომ უილანი რუსეთში ქორწილში იყო დაპატიჟებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button