ცესკო-ს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

ცესკო-ს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. დეტალური ინფორმაცია წარადგინა სამართლიანმა არჩევნებმა. ანგარიშის მიხედვით, 329 ათასზე მეტი ანაზღაურების სახით ცესკოს თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში მიიღო. აქედან 67 ათასამდე პრემია, ხოლო სახელფასო დანამატი 97 ათას 635 ლარი იყო. პრესკონფერენციაზე ზურაბ ხარატიშვილის ანაზღაურებაც გამოაქვეყნეს. თემასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარებიც გაკეთდა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის ხმა ►

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ხელფასების მათ შორის თანამდებობრივი სარგოს გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ანა მიქელაძის და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის კომენტარი ►

მსგავსი პოსტები

Back to top button