„ჩაკეტე საზღვარი!“ — ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

“ჩაკეტე საზღვარი!” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფი მოქალაქეები აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში გაკონტროლდეს და ასევე დაწესდეს სავიზო რეჟიმი.
დემონსტრაცია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებმა მოისმინეს უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნებიც.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა და ასევე სავიზო რეჟიმის შემოტანა, რომ აქ შემოსულ რუსებს არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დიდი ხნით შეძლონ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნა. ისინი არიან ოკუპანტები, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული,” – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის ორგანიზატორები შემდეგ მოთხოვნებს აყენებენ:
„დაუყოვნებლივ დაიკეტოს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დარიალში რუსეთის მოქალაქეებისთვის!
(გამონაკლისს შესაძლებელია წარმოადგენდნენ ეთნიკური ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, კავკასიელები და ჰუმანიტარული მისია, როგორიც არის,მაგ.: მიცვალებულის გადასვენება).
დაწესდეს სავიზო რეჟიმი ადგილზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის!
აიკრძალოს ბინადრობის მოწმობის გაცემა!
აიკრძალოს ბიზნესის რეგისტრაცია!
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რუსების უკონტროლო შემოდინება საფრთხის შემცველია. ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის დაუყოვნებლივი დახურვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისი კი უნდა დაიშვას ეთნიკური ქართველებისთვის, კავკასიელებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის. ორგანიზატორები მოითხოვენ აიკრძალოს ბინადრობის მოწმობის გაცემა და ბიზნესის რეგისტრაცია.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დაუწესდებათ ვიზები, რის შემდეგაც ისინი ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსვლას ვეღარ შეძლებენ.
დღევანდელი შეკრება ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსის”
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია 24 თებერვალს დაიწყო.