მნიშვნელოვანისაქართველო

ჩანჩქერზე გარდაცვლილი მოზარდი სოფი ნიკოლეიშვილია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჩანჩქერზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ემსხვერპლა.

მაშველებმა ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში ჩავარდნილი გოგონას ცხედარი დღეს იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

სამძებრო სამუშაოები, დაახლოებით 14 საათის მანძლზე მიმდინარეობდა.

მოზარდი 26 მაისს, ექსკურსიაზე ყოფნისას “ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადიდებულ მდინარეში ჩავარდა და დინებამ წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფი ნიკოლეიშვილი ცნობილი ბლოგერი სალომე ბარკერის დაა, სალომემ სოფოს ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით- “ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს. არ ვიცი რა ვქნა.”

მსგავსი პოსტები

Back to top button