ჩარლი ჩაპლინის დაუსრულებელი ფილმის შესახებ წიგნი გამოიცა [Photo/video]

შვეიცარიაში პიერ სმოლიკის წიგნი გამოიცა, რომელიც ჩარლი ჩაპლინის განუხორციელებელი ფილმის – “The Freak”-ის შესახებ მოგვითხრობს.

სურათში, რომლის სცენარი 1969 წელს თავად ლეგენდარულმა კომიკოსმა დაწერა, ჩაპლინი ფრთოსანი ანგელოზი-გოგონას ტრაგიკული ისტორიის მოთხრობას აპირებდა. მთავარი როლი მსახიობის 18 წლის ქალიშვილს, ვიქტორიას უნდა შეესრულებინა. ჩაპლინის 69 წლის ვაჟმა – მაიკლმა პიერ სმოლიკს ყველა მასალა გადასცა, რომელიც ჩაპლინების ოჯახში ინახებოდა.

წიგნში განუხორციელებელი პროექტის ვრცელი ანგარიშია წარმოდგენილი. ავტორმა მთელი არქივი შეისწავლა, რომელშიც ჩაპლინმა სცენარი, მსახიობები და დეკორაციები თვითონ შეარჩია.

ცნობილმა კომიკოსმა ფილმის სცენარი 80 წლის ასაკში დაწერა და ამ პროექტზე 2 წელი იმუშავა, მაგრამ მსახიობის ხანდაზმულობის გამო სურათი ვერ გადაიღეს.

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; დ. 16 აპრილი, 1889 — გ. 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი ყველაზე ცნობილ კინოვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე გახდა. ჩაპლინი მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს იყენებდა. იგი აგრეთვე ხმოვანი ფილმების ეპოქაშიც წარმატებით შევიდა. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად ფილმ „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, 1914 წელს განასახიერა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25270″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button