Charlie Hebdo: ჩოგბურთი სუფთა არ არის
სკანდალურად ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Charlie Hebdo-მ ბოლო ნომრის გარეკანზე შპრიცებით დაჩხვლეტილი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი გამოსახა. ამით ფრანგმა ჟურნალისტებმა ეჭვი შეიტანეს დიდი ჩოგბურთის სისუფთავეში.
“ნადალზე აშკარა მინიშნება გარეკანზე არ არის, მაგრამ ყველა კარგად ხედავს მსგავსებას რაფასთან. მთავარი გმირისგან მარჯვნივ დახატულია ადამიანი, რომელიც რაღაცას ყნოსავს კორტზე. სავარაუდოდ, ეს არის ფრანგი ჩოგბურთელი რიშარ გასკე. თავის დროზე, მას კოკაინის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ და მოთამაშემ დისკვალიფიკაცია მოიხადა”, – წერს ყოველდღიური გაზეთი ლელო.
“Charlie Hebdo-ს პუბლიკაცია – ამაზრზენი შეტევაა სპორტის მთლიანობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნადალსა და სხვა მოთამაშეებს. სასამართლოში ვიჩივლებთ. არ შეიძლება ეს ყველაფერი დაუსჯელი დავტოვოთ”, – წერია ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.
წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”