Charlie Hebdo-მ მორიგი კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა, “Charlie Hebdo”-მ ახალი კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიაში, ახალი წლის ღამეს, ქალების შეურაცხყოფის შემთხვევას მიუძღვნა.

კარიკატურაზე გამოსახული ქალები აღმოსავლური გარეგნობის კაცებს გაურბიან. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მხატვარმა 3 წლის სირიელი მიგრანტი ბიჭის, აილან კურდის ადრე დახატული კარიკატურა მოათავსა, რომელიც ევროპაში შეღწევის მცდელობის დროს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.

წარწერა კარიკატურაზე იუწყება: “რას გააკეთებდა აილან კურდი, როცა გაიზრდებოდა? გერმანელ ქალებს უკანალებზე უჩქმეტდა”.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, კიოლნის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1000-მდე მიგრანტმა გერმანელი ქალები ალყაში მოაქცია, მობილური ტელეფონების წართმევა, შეურაცხყოფის მიყენება და მათზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. პოლიციამ ბოროტმოქმედთა შესაჩერებლად წყლის ჭავლი გამოიყენა. გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო, იმ მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივება მოითხოვა, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27239″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button